სნექების ვენდინგური ავტომატები Azkoyen Mistral+
სერია Mistral+ - ის გამორჩეული უნიკალურობა მდგომარეობს მის წარმოუდგენელ მოქნილობაში, რაც აძლევს საშუალებას მარტივად მოერგოს ნებისმიერი ტიპის პროდუქტებსა და ცვლილებებს, თქვენი ბიზნესის ზრდის პერიოდში.
თქვენი ბიზნესის მომგებიანობის გაზრდის მიზნით, Mistral+ სერიის ყველა დეტალი შექმნილია ისე, რომ იყოს ერგონომიული, მარტივი გამოსაყენებელი, საიმედო და უსაფრთხო.
თქვენი ბიზნესის მომგებიანობის გაზრდის მიზნით, Mistral+ სერიის ყველა დეტალი შექმნილია ისე, რომ იყოს ერგონომიული, მარტივი გამოსაყენებელი, საიმედო და უსაფრთხო.
თქვენი მთლიანი ასორტიმენტი ერთ Mistral + ში
კონკრეტული სერიის სნექების გასაყიდი ავტომატები შემუშავებულია კომპანია Azkoyen - ის მიერ, ყველა სახის პატარა და საშუალო ზომის პროდუქტის გასაყიდად: მაცივრით ან მის გარეშე, მყიფე და დელიკატური.
- პროდუქტების მაქსიმალური ტევადობა.
- 6 რეგულირებადი თარო.
- ბოთლების სათავსო 600 და 750 კუბ. მ
- ფართო ადგილი შეძენილი საქონლისთვის.
საკვები პროდუქტების უსაფრთხოება გარანტირებულია
შექმნილია მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვის გათვალისწინებით, სნექების ავტომატი Azkoyen Mistral+ აღჭურვილია სანდო ტემპერატურული რეჟიმის და ვარგისიანობის ვადის კონტროლის სისტემით, რომლებიც აფერხებენ უხარისხო და ვადაგასული პროდუქტების გაყიდვის პროცესს.
- გაგრილება 3°C- მდე.
- სანიტარული ტემპერატურის კონტროლის სიტემა.
- ვარგისიანობის ვადების გადანაწილება შერჩევითი გზით.
- სისტემა, რომელიც აკონტროლებს არასრულწლოვნებზე პროდუქტის მიყიდვას.
მიმზიდველი დიზაინი და მოდულური სისტემა
გაზარდეთ იმპულსური გაყიდვები ელეგანტური დიზაინისა და პროდუქტის გასაოცარი ხილვადობის საშუალებით, რომელიც იზიდავს მომხმარებელს.
- ოპტიმიზირებული LED განათება ხილვადობის გასაუმჯობესებლად.
- გამჭირვალე სექციები პროდუქტის პრეზენტაციის გასაუმჯობესებლად.
- ალტერნატიული სისტემები, ცარიელი არხების არსებობისგან თავის ასაცილებლად.
გაზარდეთ თქვენი ბიზნესის მასშტაბი
მოდულური სისტემის წყალობით - თქვენ შეძლებთ დააკმაყოფილოთ მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნა 3-მდე მოდულის გაერთიანებით, მიერთებული გადახდის ერთ მოდულზე ან Azkoyen ცხელი სასმელების გამყიდველ დანადგარზე.
ვანდალიზმთან დაკავშირებული ხარჯების მინიმალურამდე დაყვანა
ავტომატური გაყიდვის აპარატები Azkoyen Mistral + ის სერია მოიცავს უახლეს ტექნოლოგიებსა და აქსესუარებს უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად არანაირი ვანდალიზმი არ იმოქმედებს თქვენს მოგებაზე.
- პროდუქტის ამოღების მაკონტროლებელი სისტემა I-Detect
- პროდუქტების მიწოდების ზონის ავტომატური დახურვა.
- 6 მოჭიდების წერტილი გადამხდელ მოდულში.
- მჭიდროდ დამაგრებული კარები ორმაგი მყარი მინით.
- დამატებითი გადახდის მოდული „ანტივანდალიზმი“.
- დამატებითი უსაფრთხოების სიტემა სალაროსთვის.
პროდუქტების სწრაფი და უსაფრთხო შევსება
ოპერატორის მუშაობის სიმარტივე და სისწრაფე - ეს არის მოგებაში ინვესტირება. ამ მიზეზით შიგნითა სივრცე არის დაპროექტებული ისე, რომ გაიზარდოს შესანახი პროდუქტების ერგონომიულობა და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი უბედური შემთხვევა.
- უჯრების გამოღება შესაძლებელია კარის 90° - ზე გაღების შემთხვევაში.
- სასაწყობე ზედა თაროები.
- უჯრები ბასრი და მახვილი კუთხეების გარეშე.
- ყველა ნაწილთან წვდომა წინა მხრიდან.
- მოდულები განკუთვნილი 70 სმ კარებებისთვის.
მარტივი დაყენება და კავშირი
ახალი მართვის სისტემა USB გადამყვანით უზრუნველყოფს მთლიანი ოპერატიული სისტემის განახლებას, კოპირებასა და კონფიგურაციების ჩატვირთვას, ისევე როგორც EVA-DTS v6.1 ტელემეტრიის პროტოკოლების ჩამოტვირთვას, მარტივი USB მოწყობილობის საშუალებით.
ხელახლა გამოყენება, შემცირება და გადამუშავება
გარემოზე ზრუნვა იყო მთავარი ფაქტორი Mistral+ მოდელის შემუშავებისას.
- ენერგომოხმარების შესამცირებლად - LED განათება გამოიყენება.
- ფრეონი R-290 ის გამოყენება ამცირებს საზიანო აირების გამოყოფას.
- ხარისხიანი და სანდო კომპონენტების გამოყენება ზრდის მოწყობილობის მოხმარების ვადებს.
- შემუშავებულია ევროპული დირექტივების RoHS და WEEE მიხედვით.
აირჩიეთ მოდელი თქვენი ბიზნესისთვის
Mistral+ H70
Mistral+ H85
გესაჭიროება სპეციალისტთან კონსულტაცია?
სიამოვნებით გავცემთ პასუხს თქვენს ნებისმიერ კითხვას